logo_geo
eng_logo
შსს-მ ბათუმში ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა
- +

29 სექტემბერი. 2018. 10:40

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, 1996 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი კ.კ. ბათუმში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა მიმდინარე წლის 29 სექტემბერს ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე, საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დედას, 1963 წელს დაბადებულ მ.კ.-ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის თანამშრომლებმა დაჭრილი მ.კ. საავადმყოფოში გადაიყვანეს. სამართალდამცველებმა ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე წუთში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.

 

გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 117-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner