logo_geo
eng_logo
დათო გოგიშვილი: ძვირფასო პოლიტიკოსებო! როდესაც განმარტოვდებით, ეს შეკითხვა დაუსვით საკუთარ თავს...
- +

13 მაისი. 2016. 21:47



„კიდევ ერთხელ ვიმეორებ: 2016 წლის 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების ნომერ პირველი პრობლემა იქნება ამომრჩეველის მიყვანა საარჩევნო ურნებთან."- დათო გოგიშვილი მიიჩნევს, რომ საზოგადოებისთვის არჩევნები ფიქციად იქცა, რომელიც აუცილებელ ფორმალობას უფრო წარმოადგენს, ვიდრე საკუთარი ნების დაფიქსირება ქვეყნის მომავლის საკეთილდღეოდ. 

 

 

„საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის თვალში არჩევნები, როგორც მოვლენა, როგორც ხელისუფლების მშვიდობიანი, დემოკრატიული მეთოდებით არჩევის ინსტრუმენტი არის საშინლად დისკრედიტირებული. ქართველი ხალხისათვის უკვე არჩევნები არის კარიკატურა და სხვა არაფერი.

 

ნებისმიერმა მოქმედმა პოლიტიკოსმა, არ აქვს მნიშვნელობა ის მმართველი გუნდიდანაა თუ ოპოზიციიდან, როდესაც თავის თავთან მარტო დარჩება ერთი წუთი თავის სინდისში, გულში და სულში ჩაიხედოს და საკუთარ თავს კითხოს: „კი მართალია მე ვარ პოლიტიკოსი, ოთხი, ხუთი მოწვევის დეპუტატი, ვიყავი მინისტრი, სპიკერი, მაგრამ გარდა ამ თანამდებობებისა და სტატუსების მიღმა მე ხომ ერთი ჩვეულებრივი ამომრჩეველი ვარ?? რა რეაქცია მექნებოდა მე ან რა დამოკიდებულება მექნებოდა ჩემი სამშობლოს პოლიტიკური „ისტებლიშმენტის" მიმართ, მათ რომ მე გავებითურებინე და თვალში ნაცარი შემოეყარათ ჩემთვის 7 საპარლამენტო არჩევნებისა და 6 საპერზიდენტო არჩევნების შედეგად არჩეულ ხელისუფლებებს?

 

„აი ძვირფასო პოლიტიკოსებო!!! როდესაც საკუთარ სინდისთან, ოჯახისშვილობასთან და მორალთან განმარტოვდებით ეს შეკითხვა დაუსვით საკუთარ თავს და იმედი მაქვს ჩაწვდებით საქართველოს მოსახლეობის 99%-ის გულისტკივილს. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ერთის მხრივ პრეზიდენტი, პარლამენტის თავმჯდომარე, მინისტრები თუ დეპუტატები ხოლო მეორეს მხრივ ლუმპერ-პროლეტარი, მშიერი, ავადმყოფი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, უპოვარი, უსახლკარო ყველანი აბსოლუტურად ერთნაირად მივდივართ უფლის სამსჯავროზე.

დიდი მადლობა ყურადღებისათვის."


 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner