logo_geo
eng_logo
შსს-მ გორში ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავა
- +

29 სექტემბერი. 2018. 13:16

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ა.ხ., ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გორში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ერთჯერად შპრიცებში მოთავსებული ნარკოტიკული საშუალებები - მეტამფეტამინი და ამფეტამინი ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის I ნაწილით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner