გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, საოკუპაციო ხაზის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ხურვალეთთან ე.წ. მესაზღვრეებმა ადგილობრივი მცხოვრები, 37 წლის მაია ოთინაშვილი დააკავეს.
თანასოფლელების განცხადებით, ოთინაშვილი გამყოფი ხაზის სიახლოვეს იმყოფებოდა, რა დროსაც შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ, დააკავეს და ოკუპირებული ტერიტორიის მიმართულებით წაიყვანეს.
დაკავებულის ოჯახს ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია.
მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსშია ჩაყენებული ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის გორის წარმომადგენლობა და ამოქმედებულია ცხელი ხაზი. დაკავებულის ოჯახში დეტალების გასარკვევად გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი მივა.