logo_geo
eng_logo
პირი, რომელმაც გორში, შინდისის გმირთა მემორიალი დაარბია, მხილებულია
- +

29 სექტემბერი. 2018. 19:47

 

 

გორში, შინდისის გმირთა მემორიალი დაარბიეს. შემთხვევა გუშინ მოხდა. ფაქტის ამსახველი ფოტომასალა სოციალურ ქსელში გავრცელდა.

 

როგორც „პირველ არხს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, პირი, რომელმაც მემორიალი დაარბია, მხილებულია. არსებული ინფორმაციით, მას ფსიქიკური პრობლემები აქვს.

 

თვითმხილველების ცნობით, დაზიანებულია ოთხი მემორიალური ქვა. გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურმა აღსადგენი სამუშაოები უკვე დაიწყო.

 

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner