რუსთავში, ავტობაზრობის ტერიტორიაზე მომხდარი ფიზიკური დაპირისპირების დროს, ორი მამაკაცი დაჭრეს.
გავრცელებული ინფორმაციით, დაჭრილები ე.წ. ბაიკერები არიან.
დაშავებულები სასწრაფო დახმარების ბრიგადამ რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
ექიმების ინფორმაციით, ერთს ნაკვეთ-ნაჩხვლეტი მსუბუქი დაზიანება კისრის არეში აქვს მიყენებული, მეორეს კი მხარზე.
როგორც ,,ინტერპრესნიუსს" შსს-ში განუცხადეს, ურთიერთშელაპარაკების დროს ორმა პირმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, აღმოუჩინეს სამედიცინო დახმარება და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მიყენებას გულისხმობს. ამ დროისთვის მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო ღონისძიებები.