logo_geo
eng_logo
სერბეთის პრეზიდენტმა ჯარის საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანა ბრძანა
- +

29 სექტემბერი. 2018. 21:33

 

 

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა ქვეყნის ჯარის სრულ საბრძოლო მზადყოფნაში მოყვანის ბრძანება გასცა. ამის მიზეზი ჩრდილოეთ კოსოვოსთან დაკავშირებული მდგომარეობაა. ინფორმაციას ტელეკომპანია „RTS“-ი ავრცელებს.

 

ამ ბრძანებამდე რამდენიმე საათით ადრე, კოსოვოს სპეცრაზმის 60-მდე წევრი, „გაზივოდის“ წყალსაცავთან გამაგრდა. ობიექტი კოსოვოს ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა ამავდროულად სერბეთის ენერგოსისტემის ნაწილია.

 

სექტემბერის დასაწყისში სერბეთის პრეზიდენტმა კოსოვოს ლიდერთან შეხვედრა გააუქმა. ორ ლიდერს შორის შეხვედრის გაუქმების გამო ეჭვქვეშ დგება ორ ქვეყანას შორის ტერიტორიების გაცვლის შესაძლებლობა.

 

ვუჩიჩმა დასძინა, რომ სერბეთს სურს მეგობრული ურთიერთობები ჰქონდეს კოსოვოსთან, მაგრამ არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას.

 

კოსოვომ 2008 წელს, ცალმხრივი წესით გამოაცხადა სერბეთისგან დამოუკიდებლობა. კოსოვოს სუვერენიტეტს არ აღიარებს სერბეთი, თუმცა როგოც სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა განაცხადა, ეს საკითხი თეორიულად შესაძლებელია რეფერენდუმის გზით გადაწყდეს.

 

2018 წლის თებერვალში ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ზეგავლენასა და მიგრანტების ნაკადთან გამკლავების მიზნით, ევროკავშირი საზღვრების გაფართოებას გეგმავს. ევროკავშირი ალბანეთს, სერბეთს, მონტენეგროს, კოსოვოს, მაკედონიასა და ბოსნიასა და ჰერცეგოვინას გაწევრიანების წინადადებას გაუგზავნის 2025 წლისთვის. ამაზე კოსოვომ განაცხადა, რომ მზადაა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაჩქარებულ ვადებში გაიაროს.

 

თუმცა, მალევე ევროკომისიის ხელმძღვანელმა, ჟან კლოდ იუნკერმა, მიუნხენის ყოველწლიურ უსაფრთხოების კონფერენციაზე დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას გაუხვა ხაზი, და დასძინა, რომ ინტეგრაცია იქამდე ვერ მოხერხდება, ვიდრე ყველა სასაზღვრო დავა არ მოგვარდება.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner