logo_geo
eng_logo
შსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო
- +

30 სექტემბერი. 2018. 13:25

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1964 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. ჩადენილი დანაშაული  8-დან 20  წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

„სამართალდამცველებმა, ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას, 35 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბოქსინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაზეც დანიშნულია ექსპერტიზა.

 

გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner