უმრავლესობის წევრის ელისო ჩაფიძის განცხადებით „ქართული ოცნების" ყრილობაზე სასურველია საქართველოს პრეზიდენტიც იყოს მოწვეული, თუმცა იგი არ ფლობს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ კონკრეტულად ვინ მიიღო მოსაწვევები ხვალ დაგეგმილ ყრილობაზე.
„ქართული ოცნების" ყრილობაზე დაპატიჟებულია საქართველოს ყველა მოქალაქე, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ მმართველი პარტია და ის მოსაზრებები, დებულებები რაც გაცხადებული იქნება ამ ყრილობაზე, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ბევრი ადამიანისთვის.
სიმართლე გითხრათ, არ მაქვს დეტალური ინფორმაცია თუ ვინ არის კონკრეტულად მოწვეული ყრილობაზე. საორგანიზაციო საქმიანობას ახორციელებს პარტიის უშუალო აღმასრულებელი ხელისუფლება და მათი მხრიდან ბევრი საპატიო სტუმარი იქნება მოწვეული.
პრეზიდენტი ალბათ უნდა იყოს დაპატიჟებული ყრილობაზე, თუმცა მიმდინარე წლის განმავლობაში ძალიან ბევრი ყრილობა ჩატარდა და პრეზიდენტი ყველას არ ესწრებოდა. ვისურვებდი, რომ ის მოწვეული იყოს ამ ღონისძიებაზე."- განაცხადა ჩაფიძემ.