ინდონეზიაში, მიწისძვრისა და ცუნამისგან დაზარალებულ პროვინციაში ციხიდან 100-ზე მეტი პატიმარი გაიქცა.
არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პატიმრებმა ციხის ხელმძღვანელობისგან მათი გათავისუფლება მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ, 340-მა პატიმარმა ბუნტი მოაწყო და ციხეს ცეცხლი წაუკიდა.
ადგილზე მისულმა პოლიციელებმა სიტუაციაზე კონტროლის დამყარება შეძლეს, თუმცა ასეულობით პატიმარი უკვე გაქცეული დახვდათ.