logo_geo
eng_logo
ინდონეზიაში ციხიდან 100-ზე მეტი პატიმარი გაიქცა
- +

30 სექტემბერი. 2018. 17:00

 

 

ინდონეზიაში, მიწისძვრისა და ცუნამისგან დაზარალებულ პროვინციაში ციხიდან 100-ზე მეტი პატიმარი გაიქცა.

 

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც პატიმრებმა ციხის ხელმძღვანელობისგან მათი გათავისუფლება მოითხოვეს. უარის მიღების შემდეგ, 340-მა პატიმარმა ბუნტი მოაწყო და ციხეს ცეცხლი წაუკიდა.

 

ადგილზე მისულმა პოლიციელებმა სიტუაციაზე კონტროლის დამყარება შეძლეს, თუმცა ასეულობით პატიმარი უკვე გაქცეული დახვდათ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner