ლალი ბადურაშვილის განცხადებით იგი „ქართული ოცნების" ყრილობაზე მიწვეულია.
ბადურაშვილმა გადაცემა „პრიორიტეტში" „ნაციონალური მოძრაობის" შესახებაც ისაუბრა და განაცხადა, რომ ბიძინა ივანიშვილს მხოლოდ იმიტომ უნდა დავუდგათ ძეგლი, რომ მის გარეშე ქვეყანა „ნაციონალური მორაობისგან" ვერ გათავისუფლდებოდა.
„ცხრა წელიწადში ამის მეათასედი თუ გააკეთა ყოფილმა ხელისუფლებამ, რაც ამათ 4 წელიწადში გააკეთეს?
რატომ არ აკრიტიკებს შალვა ნათელაშვილი „ნაციონალურ მოძრაობას"? გაშიფრულები ხართ!
ვერასოდეს ვერ მოიცილებდით „ნაციონალებს" მარტო ამისთვის უნდა დავუდგათ ძეგლი! "- განაცხადა ლალი ბადურაშვილმა.