logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: „ნაციონალური მოძრაობა“ და პაატა ბურჭულაძის პარტია საარჩევნო კამპანიას ერთობლივად აწარმოებენ!
- +

14 მაისი. 2016. 01:02



"ნაციონალური მოძრაობა" და პაატა ბურჭულაძის პარტია საარჩევნო კამპანიას ერთობლივად აწარმოებენ, "- განაცხადა  „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ გადაცემა 2030-ში.


"ოზურგეთის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში, "ქართული ოცნების" კანდიდატის წინააღმდეგ დეპუტატობის კანდიდატები მათ ერთობლივად შეარჩიეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.


მისი თქმით, დღევანდელი განცხადებით, პაატა ბურჭულაძემ "ნაციონალურ მოძრაობასთან" კავშირი კიდევ უფრო თვალსაჩინო გახადა.


"პაატა ბურჭულაძე "ნაციონალური მოძრაობისდღის წესრიგს მიჰყვება. ამავე დროს, მას ამ ყველაფრის შენიღბვა სჭირდება და მისი განცხადების წინააღმდეგობრიობა სწორედ ამ ორმაგმა ამოცანამ განაპირობა. საინტერესოა, რას გულისხმობს მტრების დასჯაში პაატა ბურჭულაძე?! გიგი უგულავა, ვანო მერაბიშვილი და წინა ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, როგორც მტრები, პოლიტიკური ნიშნით არიან დასჯილნი თუ მიაჩნია, რომ ეს ადამიანები სასჯელს სამართლიანად იხდიან?! ", - განაცხადა „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა.


 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner