logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ ბრენდად იქცა უმსგავსო ქმედება...
- +

1 ოქტომბერი. 2018. 15:02


თბილისის მერმა კახა კალაძემ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში  წინასაარჩევნო მარათონი შეაფასა და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ  პროცესები ჯანსაღად წარიმართოს. დედაქალაქის მერმა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ოპოზიციისგან უკანონო ქმედებებს მიჩვეულია.

„ჩვენ ისეთ ექსცესებსა და უკანონო ქმედებებს ვართ მიჩვეული ზოგ-ზოგიერთებისგან, რომ საერთო ჯამში, შეიძლება ითქვას, წინასაარჩევნო მარათონი ნორმალურ ფარგლებში მიმდინარეობს. რაღაცნაირად „ნაციონალური მოძრაობის“ ბრენდად იქცა უმსგავსო ქმედება - იყვნენ ოპოზიციაში, იყვნენ ხელისუფლებაში თუ იყვნენ აწმყოში ან წარსულში. მათი ქცევა ერთია - დარბევა, პროვოკაცია, მუშტი-კრივი, წივილ-კივილი. ეს პარტია რამდენ ნაწილადაც არ უნდა დაიშალოს, ეს მათი ავტოგრაფია ქართულ დემოკრატიაზე. როგორც ყოველთვის, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ პროცესი ჯანსაღად წარიმართოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner