logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ამ წინადადებას მხარი იმიტომ დავუჭირე, რომ ის არის გამოცდილი დიპლომატი...
- +

1 ოქტომბერი. 2018. 16:06

 

 


გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში თბილისის მერმა კახა კალაძემ სალომე ზურაბიშვილის შესახებ ისაუბრა და განმარტა, თუ რატომ დაუჭირა მხარი ზურაბიშვილის კანდიდატურას.

„გუნდში იყო მსჯელობა ჯერ საკუთარ კანდიდატზე, მერე სხვა კანდიდატების განხილვაზე და საბოლოოდ ზურაბიშვილზე შევჯერდით. შეიძლება კონსენსუსის მისაღწევად ჩემს თანაგუნდელებს სხვადასხვა საბაბი ჰქონდათ, თუ რატომ სალომე. მე პირადად ამ წინადადებას მხარი იმიტომ დავუჭირე , რომ ის არის გამოცდილი დიპლომატი, კარგი დიპლომატიური წარსულით. ასე რომ, ახლა დიპლომატიისა და მანევრირების დროა. კონკურენტების ე.წ. ბრალდებებს რაც შეეხება, მგონი, ჩვენს ქვეყანაში არც ამ კონკურენტების ქცევაა სიახლე, სამწუხაროდ. დადგება დრო, ამ ფაზიდანაც გავალთ, ჩვენ ხომ დემოკრატიული პროცესების მართვაში ფეხს ახლა ვიდგამთ . ვინც ამ პროცესს ემიჯნება, ის უბრალოდ წარსულში რჩება და დავიწყებას მიეცემა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner