logo_geo
eng_logo
გიორგი ოთხმეზური: ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭებს აღარ ხვრეტენ!
- +

14 მაისი. 2016. 01:22



ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის გიორგი ოთხმეზურის განცხადებით „ქართული ოცნების" ოპონენტები ქვეყანაში განხორციელებულ სასიკეთო ცვლილებებს ვერ ხედავენ.


ოთხმეზურმა გადაცემა „პრიორიტეტში" ხელისუფლების მიერ შესრულებულ დაპირებებზე ისაუბრა:


„ყველა პარტია, რომელიც აპირებს ხელისუფლბაში მოსვლას იძლევა დაპირებებს, გამორცხულია რომელიმე პარტიამ 100%-ით კი არა, 70%-ით შეასრულოს დანაპირები.

 

გადავავლოთ თვალი თუ რა გაკეთდა, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ბიზნესის დატერორება აღარ არის, ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭებს აღარ ხვრეტენ, ტელევიზიების დახურვა აღარ არის, სასამართლოზე ზეწოლა აღარ არის.

 

ჩვენი შვილები დღეს იღებენ უფასო სახელმძღვანელოებს. ამ დარგში მილიონები კეთდებოდა.  ადრე მხოლოდ რეგიონებში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ბავშვებს ჰქონდათ სახელმძღვანელობი, სხვებს არ ჰქონდათ საშუალება რომ ეყიდათ.

ჩვენი შვილების ხარჯზე გაკეთებული მილიონები მიდიდოდა ვიღაცეების ჯიბეებში."- განაცხადა ოთხმეზურმა.


 

 

 




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner