logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ვხედავ, ნამდვილად რა სჭირდება ამ ქალაქს
- +

1 ოქტომბერი. 2018. 17:38

 


თბილისის მერმა კახა კალაძემ გაზეთ „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში მოსახლეობის მხარდაჭერაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი მის ინიციატივებს სწორად აღიქვამს.

„რამდენიმე ინიციატივა იყო და საზოგადოების დიდი ნაწილი ამას სწორად აღიქვამს და აფასებს. ვერ ვეტყვი, რომ მათი დარწმუნება ყოველთვის ადვილია, მაგრამ ისეთი ინიციატივების შეთავაზებას ვცდილობთ, რაც მათ ჩართულობას მოითხოვს. ეს ქალაქი მისი მცხოვრებლების გარეშე ვერ განვითარდება. ყველამ იმ სივრცეზე უნდა იზრუნოს, რომელშიც სხვებთან ერთად არსებობა უწევს. არ შეიძლება ერთი ხელით კანონს არღვევდე, ხოლო მეორე ხელით სოციალურ ქსელში დედაქალაქის განვითარებაზე პოსტს წერდე. მე ყოველდღიურად დავდივარ თბილისის სხვადასხვა უბანში, ზოგჯერ ღამითაც და ვხედავ, ნამდვილად რა სჭირდება ამ ქალაქს, მაგრამ მინდა კიდევ უფრო გააქტიურდეს მოსახლეობა და დაგვეხმაროს, რომ ერთად გადავჭრათ არსებული ეკოლოგიური თუ სხვა ტიპის გამოწვევები“, - განაცხადა კახა კალაძემ.



წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner