logo_geo
eng_logo
ელისო ჩაფიძე: რომ არა ეს ადამიანი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში...
- +

14 მაისი. 2016. 01:51



„ბიძინა ივანიშვილის გარეშე ძალიან ცოტა ადამიანი მიაღწევდა შედეგს"- ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ელისო ჩაფიძემ გადაცემა „პრიორიტეტში" განაცხადა და „ქართული ოცნების" იმ მიღწევებზე და შეცდომებზე ისაუბრა, რომელიც გასული 4 წლის განმავლობაში განხორციელდა.


„ჩვენ ვამაყობთ ძალიან ბევრი რამით.

ბიძინა ივანიშილის მეთაურობის გარეშე ძალიან ცოტა ადამიანი თუ მიაღწევდა შედეგს. რომ არა ეს ადამიანი, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა საქართველოს უახლეს ისტორიაში...

 

ჩვენ შევცვალეთ რეჟიმი, რომელშიც ადამიანები ძალიან ცუდად გრძნობდნენ თავს. გვყავდა ძალიან ბევრი პატიმარი, ილახებოდა ადამიანების უფლებები. 26 მაისს ჩვენ ყველამ დავინახეთ, თუ როგორ დაარბიეს მშვიდობიანი აქცია, ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა.  მეგობრები, რომლებიც იქ იყვნენ, მიყვებოდნენ, რომ მათ არანაკლები სისატიკით უსწორდებოდნენ,  ვიდრე 9 აპრილს, როდესაც რუსული ნიჩბის და ჩექმის სიმწარე ბევრმა ქართველმა იწვნია საკუთარ თავზე."- განაცხადა ჩაფიძემ. 


 

 

 

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner