საზოგადოება მალე გურამ პეტრიაშვილის ზღაპრის "გოგონა და ოქროს თევზი"-ის 3D ანიმაციას იხილავს.
Halfpace Studio ზღაპრის ანიმაციურ ფილმად ქცევას აპირებს.
პროექტის ხელმძღვანელის ლევან ლაფაჩის თქმით, ანიმაციურ ფილმში The Girl And A Golden Fish არ იქნება დიალოგები, შესაბამისად, მისი აღქმა ერთნაირად მარტივი იქნება ნებისმიერი ეროვნების ადამიანისთვის.
ანიმაციური ფილმის სხვადასხვა ფესტივალებზე გატანაც იგეგმება.
ანიმაციურ ფილმზე ამ ეტაპზე მუშაობენ:
ლევან ლაფაჩი - პროდიუსერი, პროექტის ხელმძღვანელი, ანიმაციის სუპერვაიზერი;
ანუკა ბარათაშვილი - მხატვარი;
ირაკლი ღარიბაშვილი - არტ დირექტორი, ანიმატორი.
წყარო- georgianjournal.ge