logo_geo
eng_logo
თეა წულუკიანი: მართლმსაჯულებისთვის სარალიძის საქმე გაკვეთილი არ არის, ეს გამოძიებისთვის არის გაკვეთილი!
- +

2 ოქტომბერი. 2018. 01:12

 

 

„არ მგონია, რომ სარალიძის საქმემ მართლმსაჯულებას გაკვეთილი უნდა მისცეს, რადგან ამ საქმეზე მართლმსაჯულებამ თავისი ხმამაღალი სიტყვა თქვა“, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა პირველი არხის გადაცემაში „მოამბე – დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„მოსამართლემ თქვა – მე ვარ თავისუფალი, რაც ჩემთვის არის სიგნალი, რომ რეფორმებმა გაამართლა. მართლმსაჯულების რეფორმამ თავისი ეტაპის შედეგი მოიტანა. დღეს მოსამართლე პროკურორს ეუბნება – მე ეს მტკიცებულებები არ მაკმაყოფილებს. წარსულში, წინა ხელისუფლების დროს ასეთი ძალიან ცოტა გვინახავს, თუ საერთოდ გვინახავს. ამიტომ, მართლმსაჯულებისთვის ეს გაკვეთილი არ არის. ეს გამოძიებისთვის არის გაკვეთილი, რომ გამოძიება უფრო მაღალ ხარისხში ავიდეს“, – განაცხადა წულუკიანმა.

 

ამ განცხადებით თეა წულუკიანმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რა გაკვეთილი მისცა ქართულ მართლმსაჯულებას სარალიძის საქმეზე ჯერ პროკურატურაში წარმოებულმა ძიებამ და შემდეგ უკვე მოსამართლის ცნობილმა განაჩენმა.

 

როგორც წულუკიანმა აღნიშნა, თუ ეს საქმე გაკვეთილი უნდა იყოს ვინმესთვის, ოპოზიციისთვის უნდა იყოს, რომელმაც თქვა, რომ მკვლელს იპოვიდა, მაგრამ ვერ იპოვა, მერე კი ერთ პატარა ბავშვს მიადგა, რომელსაც ჯგუფური მკვლელობის მცდელობის თუ მკვლელობის ჩადენაში ადანაშაულებს და გამოძიების დაწყებას ითხოვს ისე, რომ ვერც კი მიუთითა, მტკიცებულებები რა არის.

 

„ამ საქმეზე პარლამენტში ოპოზიციის მიერ ჩატარებულმა საგამოძიებო საქმიანობამ იმაზე მეტი ვერაფერი გამოიძია, რაც თავის დროზე, პროკურატურისა და შსს-ს გამომძიებლებმა გამოიძიეს“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner