ყოფილმა დეპუტატმა ხათუნა ხოფერიამ „tvპირველის“ ეთერში განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დროს, როგორი სისხლიანი მმართველობაც იყო აღნიშნული აღარასდროს დაბრუნდება.
„ძალიან რთულია გაიმეორო ის დანაშაული, რაც მოხდა სანდრო გირგვლიანთან დაკავშირებით. იმიტომ, რომ ეს ხელისუფლება სულ რომ გათახსირდეს და სულ რომ „ნაციონალებით” დაკომპლექტდეს სასაფლაოზე საწამებლად ადამიანს არ აიყვანენ თანამდებობის პირები. ეს აღარასოდეს აღარ განმეორდება ამ ქვეყანაში”, – განაცხადა ხათუნა ხოფერიამ.