logo_geo
eng_logo
მერაბ მეტრეველი შესაძლოა, პაატა ბურჭულაძის პარტიაში გაწევრიანდეს
- +

14 მაისი. 2016. 03:29


 „საქართველოს განვითარების ფონდის" წევრი, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე ადასტურებს, რომ პარტიაში გაწევრიანების შესახებ ჟურნალისტ მერაბ მეტრეველთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს.


როგორც მან გადაცემა „პოლიტიკაში" განაცხადა, მეტრეველის გადაწყვეტილების შესახებ საზოგადოებისთვის ცნობილი მომავალ კვირაში გახდება.


მერაბ მეტრეველთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები. საბოლოო პოზიციაზე ჯერ შეჯერებული არ ვართ და მომავალი კვირის დასაწყისში როგორც ჩვენთვის, ასევე თქვენთვის, მისი პოზიცია გახდება ცნობილი", - განაცხადა ხათუნა ლაგაზიძემ.


რაც შეეხება მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის" ლიდერს, პაატა ბურჭულაძეს, რომელმაც „საქართველოს განვითარების ფონდის" ხელმძღავნელის თანამდებობა გუშინ დატოვა, ლაგაზიძე აცხადებს, რომ მომავალ კვირას იგი მედიის წარმომადგენლებს გაფართოებული ფორმატით შეხვდება და მათ შეკითხვებს უპასუხებს.


 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner