რუსული ვერტმფრენების საოკუპაციო ხაზთან ფრენის ფაქტთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება უკვე მოახდინა.
„აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მსგავსი ფაქტები ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გორის რამდენიმე სოფელს დღეს რუსულმა ვერტმფრენებმა გადაუფრინეს. ისინი სავარაუდოდ, ახალგორის მიმართულებით, ცხინვალიდან მიფრინავდნენ.