logo_geo
eng_logo
სუს-ი რუსული ვერტმფრენების საოკუპაციო ხაზთან ფრენაზე: მსგავსი ფაქტები ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს
- +

2 ოქტომბერი. 2018. 13:09

 

რუსული ვერტმფრენების საოკუპაციო ხაზთან ფრენის ფაქტთან დაკავშირებით ქართულმა მხარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება უკვე მოახდინა.

 

„აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მსგავსი ფაქტები ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გორის რამდენიმე სოფელს დღეს რუსულმა ვერტმფრენებმა გადაუფრინეს. ისინი სავარაუდოდ, ახალგორის მიმართულებით, ცხინვალიდან მიფრინავდნენ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner