logo_geo
eng_logo
ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებულს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

2 ოქტომბერი. 2018. 13:11

 

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებული ს.დ. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 30 მაისს,  განზრახი დანაშაულის ჩადენისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ს.დ.  ყოფილი მეუღლის  ა.დ.-ს სახლში შვილების წასაყვანად მივიდა, რაზეც ა.დ.-მ უარი უთხრა. აღნიშნულით განაწყენებული ს.დ. ყოფილი მეუღლის სახლში შეღწევის მიზნით კარს ძლიერად ურტყამდა, შემდეგ კი ყოფილ მეუღლეს გადაწვით დაემუქრა და სახლის მიმდებარედ მდგომი ავტომანქანიდან საწვავის ჩამოსხმას ცდილობდა.

 

სამართალდამცველებმა ს.დ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 151-ე  მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის  მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თეთრიწყაროს რაიონულმა სასამართლომ ს.დ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით  თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner