logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: ყრილობაზე არავითარი სიის პრეზენტაცია არ მოხდება
- +

14 მაისი. 2016. 10:37


პარლამენტის ვიცე-სპიკერის მანანა კობახიძის განცხადებით, დღეს, პარტია „ქართული ოცნების" ყრილობაზე პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა იქნება არჩეული.



ყრილობა აირჩევს პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას. ეს ნიშნავს იმას, რომ ნამდვილად იქნებიან ახალი წევრები, თუმცა პარტიაში მემკვიდრეობა უნდა იყოს დაცული. რა თქმა უნდა, შენარჩუნდება პოლიტსაბჭოში ძველი წევრებიც. როგორი იქნება პოლიტსაბჭო, საზოგადოება ამას უკვე ყრილობაზე ნახავს.

პოლიტსაბჭოს შემადგენლობაზე მუშაობდა პარტიის პოლიტსაბჭო და პარტიის ლიდერი, რომელსაც ჩვენ ავირჩევთ თავმჯდომარედ. ხაზი უნდა გავუსვა, რომ ყრილობაზე არავითარი სიის პრეზენტაცია არ მოხდება, არავითარი კანდიდატების დასახელებაც. ეს იქნება საარჩევნო კამპანიის ნაწილი. რაც შეეხება ყოფილ პრემიერს, ის პოლიტსაბჭოს ფორმირებაში ჩართული არ იყო", - განაცხადა მანანა კობახიძემ.



კითხვაზე, ყრილობაზე სტუმრის სტატუსით მიწვეულია თუ არა საქართველოს პრეზიდენტი, კობახიძის თქმით, შესაძლებელია, პრეზიდენტი ყრილობაზე მიწვეული არ იყოს.


ეს პარტიის გადასაწყვეტია. შეასაძლებელია, არც იყოს პრეზიდენტი ყრილობაზე მიწვეული. რა აუცილებელია ეს?! მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის აუცილებელი. ეს არც პრეზიდენტს დააკლებს რამეს და არც ჩვენ მოგვიმატებს", - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner