logo_geo
eng_logo
ალეკო ჩუბინიძე: წარმოვიდგინოთ სიტუაცია...
- +

14 მაისი. 2016. 11:01


ჟურნალისტი ალეკო ჩუბინიძე სოციალურ ქსელში გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივას ეხმაურება.



ესე იგი, გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, თუ ადიდებული მდინარის მიერ ჩამოტანილი ხე-ტყის დიამეტრი არ აღემატება 12 სანტიმეტრს, მაშინ მისი მოპოვება თავისუფლად შეიძლება, ხოლო თუ აღემატება, მაშინ მოქალაქემ ნებართვისთვის სატყეო სააგენტოს უნდა მიმართოს...

წარმოვიდგინოთ სიტუაცია: ჩავიდა გლეხი მდინარის პირას, ამოიღო ჯიბიდან .. სანტიმეტრი, გაზომა ხის დიამეტრი, რომელიც აღმოჩნდა 12,5 სანტიმეტრი.

ამ დროს, გლეხი შესაბამისი მიმართვით გარბის სატყეო სააგენტოში, იქ მიიღებს თანხმობას, მოაფრიალებს თანხმობის ქაღალდს გახარებული და აღმოჩნდება, რომ მისი 12,5 სანტიმეტრიანი დიამეტრის მქონე მორი მდინარეს ისევ წაუღია...

ან, გლეხმა დაინახა ადიდებული (და შესაბამისად მღვრიე) მდინარიდან ამოჩრილი დაახლოებით 5 სანტიმეტრის დიამეტრის მქონე ჩხირი, მოეჭიდა, ვაი-ვაგლახით ამოათრია და აღმოჩნდა, რომ ამ ჩხირის ბოლო 20-სანტიმეტრიანი დიამეტრისაა, ამ შემთხვევაში კანონი საშუალო არითმეტიკულის გამოყვანას ითვალისწინებს თუ პრიორიტეტი რომელ ბოლოს ენიჭება - მსხვილს თუ წვრილს?" - წერს ალეკო ჩუბინიძე „facebook"-ზე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner