logo_geo
eng_logo
სასამართლომ დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო
- +

2 ოქტომბერი. 2018. 18:26

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ, სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებული კ.კ. დამნაშავედ ცნო. 

 

„სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 4 მაისს,  განზრახი დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა კ.კ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე დედას -მ.კ.-ს ზურგის არეში ფეხი დაარტყა, რის შედეგადაც დაზარალებული ძირს დავარდა და ხელისა და ფეხის არეში დაზიანებები მიიღო.

 

სამართალდამცველებმა კ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ოჯახში ძალადობა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ კ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად  4 თვით თავისუფლების აღკვეთა და 250 საათი საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner