საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურის განცხადებით, წავა თუ არა „ქართული ოცნების" ყრილობაზე, ჯერ არ გადაუწყვეტავს.
„ქუთაისიდან თბილისში მივდივარ და ყრილობაზე წავალ თუ არა, გზადაგზა გადავწყვეტ ამ საკითხს. თუ რაზეა ეს დამოკიდებული, ამას ვერ მოგიყვებით. ჯერჯერობით საიდუმლოა. ჯერ ერთი, ახლა რომ გითხრათ, გამიხარდა, გუშინ რომ მივიღე მხოლოდ მოსაწვევი და თანაც ისეთი გაურკვეველი სტატუსით, დაიჯერებეთ? მე რომ არასწორი რამ გითხრათ, თქვენ ხომ დაკაგავთ ჩემს პატივისცემას", - განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.