logo_geo
eng_logo
არჩილ თალაკვაძე: ოქუაშვილმა გამოსავალი რომ ვერ ნახა, სააკაშვილს მიმართა!
- +

2 ოქტომბერი. 2018. 23:06

 

 

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე მიიჩნევს, რომ „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს, ზაზა ოქუაშვილს ხელისუფლების წინააღმდეგ კამპანია საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დაუკვეთა. ამის შესახებ მან გადაცემაში „პირისპირ“ განაცხადა.

 

„უიშვიათეს მოვლენასთან გვაქვს საქმე. ადამიანს 50-მილიონიანი დავალიანება აქვს სახელმწიფოს წინაშე, ასევე კერძო კომპანიასთან - საქართველოს ბანკთან 80-მილიონიანი დავალიანება. ამის შემდეგ, მაღალი ალბათობით, როდესაც ვერ ნახულობს გზას, როგორ არ გადაუხადოს გადასახადი სახელმწიფოს, ის უკავშირდება მიხეილ სააკაშვილს. ის ეუბნება: თუ ამ სერიალებს გამოაქვენებ ყოველ დღე და ამას მისცემ კამპანიის ხასიათს, ბრალს დასდებ ადამიანებს, რომლებიც არაფერ შუაში არიან, მე შენ გაპატიებ ამ ვალებს“, - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner