უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის თქმით, წინასაარჩევნოდ ოპონენტები ისეთ ბრალდებებს აჟღერებენ, სადაც მათ განიცადეს კრახი.
„ჩვენ ვიმყოფებით ისეთ წინასაარჩევნო პროცესში, როდესაც ოპონენტები - „ნაციონალური მოძრაობა“, „ევროპული საქართველო“ ჩვენ მიმართ აჟღერებს იმ ბრალდებებს, და ეს არის ოთხი თემა, სადაც ამ გუნდმა განიცადა ყველაზე დიდი კრახი მმართველობის დროს. ეს არის ადამიანის უფლებები, მედიის თავისუფლება, აგვისტოს ომი - საქართველოს საგარეო პოლიტიკა ამ მიმართულებით და ბიზნესის თავისუფლება. ვნახოთ მათ მიერ მართული მედია, მათი სპიკრები, მათი პოლიტიკოსები - ყველაზე მეტი საუბარი მიდის ამ ოთხ თემაზე და ყველაზე ხშირად იმ თემებზე, რაც მათ დროს იყო ყველაზე დიდი პრობლემა. ერთი შეკითხვა მექნება ბატონ გოკასთან - თქვენ ეყრდნობით ზაზა ოქუაშვილს და გჯერა მისი მონაყოლის ხომ? ზაზა ოქუაშვილმა ამავე გამოსვლაში ასევე ისაუბრა რომ თქვენი პარტია „ევროპული საქართველო“ არის „ქართული ოცნების“ სატელიტი. ამას ეთანხმებით?“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში ევროპული საქართველოს წევრებს მიმართა