logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: ჩვენთან დაკავშირებით რა ტერმინსაც იყენებდნენ, ზუსტად ეგ ტერმინი შეეფერება „ნაცმოძრაობას“!
- +

3 ოქტომბერი. 2018. 01:42

 

 

„ახლა ვზივართ „ნაცმოძრაობის საკუთრებაში“ არსებულ ტელევიზიაში, ვიცით, რომ მეორე ადგილზე გავა „ნაცმოძრაობა“, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა. მისი თქმით, წინა არჩევნების მსგავსად, „ქართული ოცნება“ დაამარცხებს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.

 

„არის აბსოლუტურად მარგინალური და უნიათო პოლიტიკური ძალა – ჩვენთან დაკავშირებით რა ტერმინსაც იყენებდნენ, ზუსტად ეგ ტერმინი შეეფერება „ნაცმოძრაობას“.

 

მარგინალური ძალაა, კამპანიასაც როგორ წარმართავენ, ხედავთ. არჩევნების მოახლოებასთან დაკავშირებით შემოდის ფული საქართველოში, ხარჯავენ ამ ფულს და არჩევნების წინ ყოველ ჯერზე აქვთ იმედი, რომ რაღაცას შეცვლიან თავის სასარგებლოდ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

თუმცა, ირაკლი კობახიძის თქმით, „ქართული ოცნება“ საზოგადოებასთან ერთად ამას არ დაუშვებს და ამიტომაც საუბრობენ წინა ხელისუფლების დანაშაულებზე, დაკარგულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებების ხელყოფაზე, ღირსების შელახვაზე, ყველა იმ უბედურებაზე, რაც ჩაიდინა „ნაცმოძრაობამ“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner