logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: თვითონ ოქუაშვილი ამბობს ყველაფერს თავის თავზე, ის ამბობს, რომ კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის
- +

3 ოქტომბერი. 2018. 01:51

 

 

„თუ შენ ფული არავისთვის არ გადაგიხდია და თერთმეტჯერ გადაგივადეს ვალი ბიუჯეტში, გამოდის, რომ ზეწოლა კი არა და იქით ჰქონია ზეწოლა ბიზნესს სახელმწიფოზე. ოქუაშვილი თვითონ ამბობს ყველაფერს და აბსოლუტურად კომიკურია, სასაცილოა ის ჩანაწერები, რომლებსაც ავრცელებს“,- ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ გადაცემა „არჩევანში“ განაცხადა.

 

პარლამენტის თავმჯდომარე ბიზნესზე პოლიტიკურ ზეწოლას მთლიანად გამორიცხავს. მისი განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ წართმეული ბიზნესი და ტელევიზია ოქუაშვილმა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ისე დაიბრუნა, რომ მისთვის არავის არაფერი მოუთხოვია, რასაც ირაკლი კობახიძის თქმით, თავად ოქუაშვილიც ადასტურებს.

 

„პოლიტიკურ ზეწოლას ბიზნესზე მთლიანად გამოვრიცხავ. გეტყვით ჩემს მოსაზრებას, რა ხდება ამასთან დაკავშირებით. არის ბიზნესმენი ოქუაშვილი, რომელიც ამბობს ამბობს, რომ წლების განმავლობაში, კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის. ეს არის თან ის ბიზნესმენი, რომელსაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ წაართვა თავისი ბიზნესი, წაართვა თავისი ტელევიზია, მიწაზე იყვნენ გაწოლილი მთელი „ომეგას“ თანამშრომლები, გახსოვთ რა ფორმით, ღირსების შემლახველი ფორმით კეთდებოდა ეს ყველაფერი „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან.

 

იძულებული გახდა, ქვეყნიდან გაქცეულიყო, 2012 წლამდე ხდებოდა ეს ყველაფერი. და რა გააკეთა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ, ოქუაშვილი დაბრუნდა საქართველოში, მან დაიბრუნა ბიზნესი და დაიბრუნა თავისი ტელევიზია ისე, რომ არავის არაფერი მოუთხოვია ამისთვის და ამას ადასტურებს თავად ოქუაშვილი. თვითონ ოქუაშვილი ამბობს ყველაფერს თავის თავზე, უყურეთ რას ამბობს ის, რომ მას კაპიკი არ გადაუხდია არავისთვის. ეს მან თქვა. მთელი ამ წლების განმავლობაში კაპიკი არავისთვის არ გადაუხდია.

 

მეორე, ის ამბობს, რომ თერთმეტჯერ გადაუვადეს ვალის გასტუმრება, ანუ კაპიკი არავისთვის გადაუხდია, თერთმეტჯერ გადაუვადეს. ლოგიკა არის მეცნიერება. ასწავლიან უნივერსიტეტებში. არის გარკვეული წანამძღვრები, რითაც მიდიხარ დასკვნამდე. ამ შემთხვევაში, დასკვნა არის უტყუარი, ათასპროცენტიანი, ასპროცენტიანი კი არა. თუ შენ ფული არავისთვის არ გადაგიხდია და თერთმეტჯერ გადაგივადეს ვალი ბიუჯეტში, გამოდის, რომ ზეწოლა კი არა და იქით ჰქონია ზეწოლა ბიზნესს სახელმწიფოზე. ოქუაშვილი თვითონ ამბობს ყველაფერს და აბსოლუტურად კომიკურია, სასაცილოა ის ჩანაწერები, რომლებსაც ავრცელებს”,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner