logo_geo
eng_logo
ნიკოლ ფაშინიანი: უახლოეს მომავალში თანამდებობას დავტოვებ!
- +

3 ოქტომბერი. 2018. 01:52

 

 

სომხეთის პრემიერ-მინისტრი უახლოეს მომავალში თანამდებობას დატოვებს – ეს განცხადება თავად ნიკოლ ფაშინიანმა გააკეთა.

 

სომხური მედიის ინფორმაციით, ფაშინიანი მაშინ გადადგება, როდესაც ორი მინისტრის გათავისუფლების შესახებ ბრძანება ძალაში შევა. ამის შემდეგ ორი კვირის განმავლობაში პარლამენტს შესაძლებლობა ექნება, პრემიერ-მინისტრი აირჩიოს.

 

ფაშინიანი აცხადებს, რომ ამ ნაბიჯით იმის დემონსტრირება სურს, რომ თანამდებობა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი არ არის და თანამდებობას იმ იმედით ტოვებს, რომ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე აირჩევენ.

 

ფაშინიანის თქმით, არჩევნები სომხეთში ნოემბრის ბოლოს ჩატარდება.

 

ნიკოლ ფაშინიანმა პარტია „აყვავებული სომხეთისა“ და „დაშნაკცუთიუნის“ მინისტრები გაათავისუფლა.

 

სომხური მედიის ცნობით, აღნიშნულის შესახებ პრემიერმა პარლამენტთან განაცხადა, სადაც მისი მომხრეები აქციას მართავენ. ფაშინიანმა მინისტრების გადაყენების შესახებ განკარგულებას ხელი აქციაზევე მოაწერა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner