არც კი ვიცი, რაღა უნდა ვთქვა და საიდან დავიწყო... აი, ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ერთი ხელით კაცისგან ფულს იღებენ, მეორე ხელით კი სამარეს უთხრიან. არა, მაგათი გათხრილი სამარეც თავისებურია, ფაქტობრივად, თავიანთთვისვე ითხრიან პოლიტიკურად და ცხოვრებისეულად!
კი, მაგრამ ნამუსი აღარ არი? არც ადამიანობა არსებობს და არც არაფერი? შე ოჯახაშენებულო, თუ პრეზიდენტობა გინდა, თუ გარეწრების წისქვილზე ასხამ წყალს და შენც მათნაირი ხარ, მაშინ უარი თქვი, გამოდი, განაცხადე, ადრე ვიღებდი, მივქარე, ახლა აღარ მინდა, პოლიტიკურად მიზანშეუწონელია, აზრი შევიცვალე-თქო... ფუუუ, ეს რა უბედურებაა, ეს რა ხალხია, ეს რა ზნეობა და მორალია?!
მოკლედ, როგორც ხედავთ, გრიგოლ ვაშაძე ცოლის, ნინო ანანიაშვილის ხელით ბიძინა ივანიშვილისგან ყოველთვიურად 1500 ლარს იღებს, ამავე დროს, სოფელ-სოფელ დადის და ზნეობაზე ლაპარაკობს. ასეთივე დღეშია გიგა ბოკერიაც - ის დედის, ნანა ალექსანდრიას ხელით იღებს ფულს ბიძინა ივანიშვილისგან. ნეტა რა ისეთი დამსახურება აქვთ ამ მანქურთებს, ასე რომ იფერებენ და ლაღობენ?!
ბნელა, ხალხო, ბნელა?!
გელა ზედელაშვილი