logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: სამი წელიწადია კაპიტანი გიგაური ემალება სასამართლოს!
- +

3 ოქტომბერი. 2018. 03:04

 

 

„სამი წელიწადია კაპიტანი გიგაური ემალება სასამართლოს, შეცდომაში შეჰყავს სასამართლო და ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს“, – ამის შესახებ რეჟისორმა გოგა ხაინდრავამ საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.

 

როგორც ხაინდრავამ განმარტა, მას აქვს მტკიცებულებები, რომლითაც ეკა გიგაურის ბრალეულობა დამტკიცდება.

 

„სამი წელიწადია კაპიტანი გიგაური ემალება სასამართლოს, შეცდომაში შეჰყავს სასამართლო და ცრუ ჩვენება მისცა სასამართლოს, მე ამას დავუმტკიცებ. მთელი საზოგადოება თავისი სექტით, რომელსაც ,,ეს შენ გეხება ჰქვია“ და ყველაფერი ეხება სინდისის, ნამუსის, თავმოყვარეობის, კანონის და წესიერების გარდა, მათ ყველას გამოვიყვან სამზეოდ და მთელი საქართველო ნახავს რას წარმოადგენს გიგაური და მისი სექტა. მთელ დანარჩენ საზოგადოებას მორალს უკითხავენ და ასწავლიან როგორ უნდა იცხოვრონ, თავად საკუთარ წარსულს მალავენ, მაგრამ ვერ დამალავს გიგაური წარსულს, ვინაიდან მისი წარსული ხელთ მაქვს და ვერ დამალავს. კაპიტანმა გიგაურმა რიგგარეშე წოდება მიიღო კაპიტნის ვანო მერაბიშვილისგან იმაში, რომ დააჯილდოვა და მონაწილეობა მიიღო იმ არაადამიანების წახალისებაში, ვინც 7 ნოემბერს სისხლში ჩაახშო ქართული საზოგადოება, მისი სამართლიანობისადმი და თავისუფლებისადმი ლტოლვა. ამაში მიიღო მონაწილეობა, დააჯილდოვა ათეულობით და ასეულობით სპეცრაზმელი და თვითონაც ამისთვის მიიღო ჯილდო. მე ამ სასამართლო პროცესით საზოგადოებას დავუმტკიცებ, რომ ის არის მატყუარა და საზოგადოება შეჰყავს შეცდომაში”,- განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner