logo_geo
eng_logo
პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში გამოკითხვაზე დაიბარეს
- +

3 ოქტომბერი. 2018. 12:47

 

 

მთავარ პროკურატურაში  ფონდ „იავნანას“ ყოფილი პრეზიდენტის პაატა ბურჭულაძის მეუღლე გამოკითხვაზე დაიბარეს.

 

ბურჭულაძის მეუღლე საგამოძიებო ორგანოში დღეს, 17:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.

 

საქმე ეხება  საქართველოს მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ ა(ა)იპ „უდედმამო და მშობლების მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა ფონდ იავნანა“-ს დიდი ოდენობით თანხის, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებს.

 

მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით,  პაატა ბურჭულაძის მეუღლე მთავარ პროკურატურაში 2018 წლის 1 მარტსაც დაიბარეს, თუმცა მაშინ იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა და ამის მიზეზად მისი  საზღვარგარეთ ყოფნა დასახელდა.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner