FIFA-ს ახალი გენერალური მდივანი ჰყავს. ისტორიაში პირველად, აღნიშნული თანამდებობა ქალმა დაიკავა.
ახალი გენერალური მდივანი 54 წლის, სენეგალელი ფატმა სამბა დიუფ სამურაა, რომელმაც ჯერომ ვაქლი ჩაანაცვლა. ვაქლის საფეხბურთო სფეროში საქმიანობა 12 წლით აეკრძალა.
სამურა 21 წლის განმავლობაში გაერო-ში მუშაობდა. მის ბოლო თანამდებობას მადაგასკარზე გაერო-ს ელჩობა წარმოადგენს.
„არსებითია, რომ FIFA-მ მოახდინოს ახალი პერსპექტივის ინკორპორირება ორგანიზაციაში იმ ფონზე, როდესაც ჩვენ ვცდილობთ ორგანიზაციის იმიჯის აღდგენას", - განაცხადა FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ.