logo_geo
eng_logo
ილია მეორე: შეგეწიოთ თამარ მეფის ლოცვა-კურთხევა!
- +

14 მაისი. 2016. 13:03


სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ დიდუბის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარში თამარობის დღესასწაულთან დაკაშირებით პარაკლისი გადაიხადა და ტაძარში შეკრებილებს თამარობა მიულოცა.


უწმინდესმა მრევლს ქადაგებით მიმართა და თამარ მეფის ღვაწლის შესახებ ისაუბრა. უწმინდესის თქმით, წმინდა მეფე თამარი განსაკუთრებული წმინდანია საქართველოს ისტორიაში.


ილია მეორის განცხადებით, წმინდა თამარ მეფემ საეკლესიო კრება მოიწვია და სასულიერო პირებს, პატრიარქს მიმართა, სამღვდელოებისა და ხალხის განსჯა მისგან დაეწყოთ.



„თქვენ იცით, რომ თამარ მეფე ორჯერ ეკურთხა მეფედ. ჯერ მამის დროს, მერე მამის გარდაცვალების შემდეგ. მისი პირველი ბრძანება იყო: გახსენით საუნჯენი, დაურიგეთ გაჭირვებულ ხალხსო. თამარ მეფე დღესაც მფარველობს საქართველოს და საქართველოს ეკლესიას. შეგეწიოთ მისი ლოცვა-კურთხევა თქვენ და საქართველოს", - ბრძანა უწმინდესმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner