ცნობილი გახდა შეერთებულ შტატებში ფაუერბოლის გათამაშების გამარჯვებულის ვინაობა. 429 მილიონ დოლარზე მეტი ოდენობის ჯეკპოტი ნიუ-ჯერსიში მცხოვრებმა სმიტების ოჯახმა მოიგო.
ორი ბილეთი 70 წლის ქალმა გასულ კვირას ექვს დოლარად იყიდა, ერთ-ერთი კი იღბლიანი აღმოჩნდა.
ქალი აცხადებს, რომ მოგებულ თანხას თავის 7 შვილს გაუნაწილებს.
ეს შეერთებული შტატების ლატარიის ისტორიაში მეცხრე ყველაზე დიდი ჯეკპოტია.