logo_geo
eng_logo
იენს სტოლტენბერგი: მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება!
- +

4 ოქტომბერი. 2018. 00:24

 

 

„მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, რადგან ორივე რეგიონი საქართველოს ნაწილია“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა NATO-საქართველოს კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა.

 

NATO-ს კარი ღიაა. ლიდერებმა ივლისში გამოხატეს ერთგულება 2008 წელს მიღებული გადაწყვეტილების მიმართ, რომ საქართველო გახდება NATO-ს წევრი. დღეს NATO-ს წევრებმა დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს, რომ შეწყვიტოს სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარება, რადგან ეს ორივე რეგიონი საქართველოს ნაწილია.

 

მოვუწოდებთ რუსეთს გაიყვანოს თავისი სამხედრო ძალები საქართველოს რეგიონებიდან. შეშფოთებულები ვართ შავი ზღვის რეგიონში რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობის ზრდით. შავი ზღვის უსაფრთხოება პრიორიტეტულია NATO-სთვის და პრიორიტეტულია საქართველოსთვის. ჩვენ ვმუშაობთ ისე მჭიდროდ, როგორც არასდროს“,- განაცხადა იენს სტოლტენბერგმა.

right_banner right_banner
არქივი
right_banner