logo_geo
eng_logo
რამაზ საყვარელიძე: ახლა „ნაციონალები“ უფრო დაემსგავსნენ „ნაციონალებს“ და მეორე ტურს უკვე გამოვრიცხავ
- +

4 ოქტომბერი. 2018. 01:43

 

 

 

„ოქუაშვილმა პოლიტიკური ელემენტებიც შემოიტანა - რომ ვაშაძეს უჭერს მხარს. ყველანაირად იბრძვის იმისთვის, რომ თუ სახელმწიფო მოსთხოვს გადასახადის გადახდას, იტყვის, რომ ავიწროებენ, როგორც ოპოზიციის მხარდამჭერს. იგი ყველაფერზე წამსვლელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს“ - ასე აფასებს "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს „რეზონანსთან“ საუბრისას პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

 

„ოპოზიციამ აიტაცა მისი ჩანაწერები და ოპოზიციის გამოა ლაპარაკი იმაზე, რომ "საშინელი ქვეყანა გვაქვს". ანალოგიურად გაიძახიან ის არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც უმეტესწილად ეხმიანებიან ხოლმე ოპოზიციას შესაბამისი პოლიტიკური განცხადებებით. ამ ყველაფრის ფონზე გვაქვს პოლიტიკური ბრძოლა. რა ნაბიჯებიც "ნაციონალურმა მოძრაობამ" გადადგა, ეთიკისა და სხვა თვალსაზრისითაც, საკმაოდ მიუღებელი ნაბიჯები იყო. ადრე არ გამოვრიცხავდი მეორე ტურს, მაგრამ ახლა, როდესაც გამძაფრდა სიტუაცია და "ნაციონალები" უფრო დაემსგავსნენ "ნაციონალებს", ვიდრე აქამდე, გამოვრიცხავ,'' - განაცხადა საყვარელიძემ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner