„ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან ლევან ყიფიანს არანაირი ინციდენტი არ მოსვლია და მისთვის შეურაცხმყოფელია იმ ფაქტის ხსენებაც კი, თითქოს, ოდესღაც, მათ შორის რაღაც ინციდენტი მოხდა და ადგილი ჰქონდა თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას“, – განაცხადა ლევან ყიფიანის ადვოკატმა, შალვა ხაჭაპურიძემ პირველი არხის გადაცემაში „მოამბე-დღის თემა“.
„ლევან ყიფიანი ადასტურებს, რომ მასთან ნორმალური, კარგი დამოკიდებულება აქვს და კატეგორიულად უარყოფს და ემიჯნება მსგავს ინციდენტებს“, – განაცხადა ხაჭაპურიძემ.