logo_geo
eng_logo
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა ცხინვალის ციხეში მაია ოთინაშვილი მოინახულა
- +

4 ოქტომბერი. 2018. 11:42

 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული მაია ოთინაშვილი ცხინვალის ციხეში მოინახულა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტიდან აცნობეს.

 

თუმცა კომიტეტი დაკავებულის მდგომარეობაზე არ საუბრობს.

 

„საკუთარი მანდატიდან გამომდინარე, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დაკავებულ პირებთან ვიზიტების მიზანია, დააკვირდეს დაკავების პირობებს და უზრუნველყოს მათთვის ოჯახებთან კომუნიკაციის აღდგენა.

 

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ცნობით, ვიზიტების შედეგები და შემდგომი ნაბიჯები ორმხრივი კონფიდენციალური დიალოგის ფორმატში განიხილება მხოლოდ და მხოლოდ შესაბამისი დაწესებულების ხელმძღვანელობასთან, გამომდინარე დაკავებული პირებისა და მათი ოჯახების ინტერესებიდან“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

შეგახსენებთ, რომ ე.წ. მესაზღვრეებმა 37 წლის მაია ოთინაშვილი 29 სექტემბერს დააკავეს. ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთა ედება. მაია ოთინაშვილს ათდღიანი წინასწარი პატიმრობა მიესაჯა.

 

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner