არსებული ინფორმაციით, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ქართული ოცნების" ყრილობას დაესწრება.
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დღეს რიგით IV ყრილობას გამართავს. ყრილობაზე პარტიის წევრები ახალ თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ პოსტზე წარდგენილია პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. ყრილობა ასევე პარტიის პოლიტსაბჭოს განახლებულ შემადგენლობას აირჩევს და ახალ წესდებას დაამტკიცებს.
„ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის ინფორმაციით, ყრილობაზე მიწვეული არიან ყოფილი პრემიერ-მინისტრები ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ღარიბაშვილი.