logo_geo
eng_logo
ლევან თუთბერიძე: იმ დღის შემდეგ მივხვდი, მე თვითონ მომიწევს საკუთარი თავის რჩენა!
- +

14 მაისი. 2016. 14:20


რეჟისორი ლევან თუთბერიძე ბლიც-კითხვებს პასუხობს:

დრამა, თუ კომედია?


-უფრო დრამა. კომედია მინდა ვცადო, მაგრამ მეშინია - ძალიან რთულია კომედია.

ვრისკავ, როცა...


-ხანდახან უნდა გარისკო, რომ რაღაცას მიაღწიო. რისკის გათვლა ძალიან ძნელია, შედეგი უნდა ჰქონდეს ამ რისკს.

მიზნის მისაღწევად...


-მაგაში „ბულტერიერივით" ვარ. თუ რამე გადავწყვიტე, სანამ არ მივაღწევ, არ ვეშვები.

როცა მაკრიტიკებენ...


-თუ დავიჭირე რამე საინტერესო, რასაკვირველია, ვითვალისწინებ. მაგრამ, ძირითადად, მაინც ვაკეთებ იმას, რაც მგონია, რომ სწორია.

ყველაზე ხშირად ვფიქრობ...


-სულ შიშია იმის, რომ რამე ცუდი არ მოხდეს - ეს, ალბათ, ადამიანის ნორმალური მდგომარეობაა.  ბუნებით ოპტიმისტი ვარ და ხშირად ვფიქრობ, რას გადავიღებ ხვალ.

უარს ვერასოდეს ვიტყვი...


-თუ ხუმრობით ვიტყვით, საზამთროზე.

თვისება, რომელიც არ მომწონს ჩემში...


-ზედმეტი ემოციურობა.

მოვლენა, რომელმაც შემცვალა...


-მამაჩემის გარდაცვალება, როდესაც 14 წლის ვიყავი. იმ დღის შემდეგ მივხვდი, მე თვითონ მომიწევს საკუთარი თავის რჩენა და გავხდი დამოუკიდებელი.

მე და პოლიტიკა...


-ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, თუმცა კარგად ვერკვევი. მიუხედავად ამისა, არ მინდა გავერიო იმ საქმეში, რომელიც ჩემი არ არის. საერთოდ, ყველა რომ თავის საქმეს აკეთებდეს, დალაგებული იქნებოდა ჩვენი ქვეყანა.

მოხუცი, ალბათ, ვიქნები...


-ბუნებით არასოდეს არ ვიქნები და ფიზიკურად - არ ვიცი.

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner