logo_geo
eng_logo
პროკურატურა: „იავნანას“ კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა
- +

4 ოქტომბერი. 2018. 17:29

 

 

საქველმოქმედო ფონდ „იავნანას“ ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიება დასკვნით ეტაპზეა.

 

პროკურატურის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით.

 

„საქმეზე მიმდინარე გამოძიება, ფაქტობრივად, დასკვნით ეტაპზეა. პროკურატურა აწარმოებს გამოძიებას საქველმოქმედო ფონდ “იავნანას” ხელმძღვანელ პირთა მიერ ფონდის კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების შესაძლო მითვისება-გაფლანგვის ფაქტებზე. ფონდის თანხების შესაძლო არამიზნობრივ ხარჯვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებას გააჩნია კონკრეტული კითხვები პაატა ბურჭულაძის მეუღლის, ანგელა ვასილენკოს სასარგებლოდ გადახდილ თანხებთან დაკავშირებით. ფონდის მიერ ანგელა ვასილენკოსთვის ანაზღაურებულია ავიაბილეთების ღირებულება - დაახლოებით 254 000 ლარი, გადახდილია ხელფასი და სხვა ხარჯი - დაახლოებით 83 000 ლარი. მოპოვებული ინფორმაციის ანალიზისა და სამართლებრივი შეფასების შემდგომ საქმეზე მიღებულ იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება", - აღნიშნავენ პროკურატურაში.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner