logo_geo
eng_logo
ბანგლადეშში მეხის დაცემის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
- +

14 მაისი. 2016. 14:32


„BBC"-ის ცნობით, ბანგლადეშში, ბოლო ორი დღის განმავლობაში, მეხის დაცემის შედეგად 50-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა.



გარდაცვლილთა უმრავლესობა ფერმერები არიან, რომლებიც მინდორში მუშაობის დროს დაიღუპნენ. მსხვერპლთა შორის ორი სტუდენტია, რომლებსაც მეხი ფეხბურთის თამაშის დროს დაეცა.


ბანგლადეშში მეხის შემთხვევები ხშირია, თუმცა, ამჯერად განსაკუთრებით დიდი მსხვერპლი გამოიწვია.


ექსპერტების თქმით, ეს, შესაძლოა, ტემპერატურის მატებას და ტყის მასობრივ გაჩეხვას უკავშირდებოდეს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner