„პრეზიდენტი „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონის ხელმოწერაზე გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ მიიღებს",- განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და აღნიშნა, რომ პრეზიდენტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, საკონსტიტუციო სასამართლოს ეფექტიან ფუნქციონირებას საფრთხე არ შეექმნას.
„ამასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა საკუთარი შეშფოთება გააცნო როგორც პრემიერ-მინისტრს, ასევე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს. ამის შესახებ უშიშროების საბჭოს მდივანმა ისაუბრა საკომიტეტო მოსმენების დროს", - განაცხადა გიორგი აბაშიშვილმა.
მისი განცხადებით, ის ფაქტი, რომ პარლამენტის მიერ ასეთი მნიშვნელოვანი კანონის მიღება ასე ფორსირებულად მოხდა, მასზე არ არის ვენეციის კომისიის დასკვნა და უცნობია ვენეციის კომისიის მოსაზრებები ამ კანონთან დაკავშირებით, უკვე გარკვეულ კითხვებს ბადებს.
გიორგი აბაშიშვილის განცხადებით, პრეზიდენტი დაელოდებაკანონის გადმოგზავნას ადმინისტრაციაში, გამართავს კონსულტაციებს პროცესში ჩართულ ყველა დაინტერესებულ მხარესთან და ამის შემდგომ მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.