logo_geo
eng_logo
საქართველო რიგით მე-10 მსოფლიო საოჯახო კონგრესს მასპინძლობს
- +

14 მაისი. 2016. 15:02


2016 წლის 15-17 მაისს საქართველო მასპინძლობს ოჯახის სიმტკიცისა და ტრადიციების დაცვისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ღონისძიებას, რიგით მე-10 მსოფლიო საოჯახო კონგრესს. კონგრესის პარტნიორია „საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება XXI".



16 მაისს, კონგრესის მთავარ პლენარულ სხდომას გახსნის და დალოცავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II. კონგრესის ფარგლებში საქართველოში ჩამოვიდა ასეულობით უცხოელი სტუმარი მთელი მსოფლიოდან - მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, მეცნიერები, საზოგადო მოღვაწეები, ჟურნალისტები, ბიზნესმენები ოჯახის დაცვის მოძრაობის აქტივისტები საქართველოში ოჯახისა და ტრადიციების დაცვის ეგიდით ერთიანდებიან. 15 და 17 მაისს სასტუმრო „რედისონში" გაიმართება თემატური სესიები განათლების, დემოგრაფიის, ოჯახის და ქორწინების დაცვის აქტუალურ საკითხებზე. მე-10 მსოფლიო საოჯახო კონგრესი 17 მაისს რუსთაველის თეატრში საზეიმოდ დაიხურება.



მსოფლიო საოჯახო კონგრესი არის უმსხვილესი საერთაშორისო ალიანსი, რომელიც დაფუძნდა აშშ-ში 1997 წელს და ოთხმოცი ქვეყნის ორასზე მეტ ოჯახური ღირებულებების დამცველ ორგანიზაციას და ასოციაციას აერთიანებს (www.worldcongress.org). 1997 წლიდან დღემდე ცხრა საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა: პრაღაში (1997), ჟენევაში (1999), მეხიკოში (2004), ვარშავაში (2007), ამსტერდამში (2009), მადრიდში (2012), სიდნეიში (2013), სოლტ ლეიქ სითიში (იუტას შტატი, აშშ, 2015). სხვადასხვა დროს კონგრესის მხარდამჭერები იყვნენ აშშ პრეზიდენტი ჯორჯ ბუში უმცროსი, აშშ კონგრესის წევრები, პოლონეთის პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი, მექსიკის პირველი ლედი მარტა ფოქსი, ესპანეთის განათლების მინისტრი ხოსე იგნასიო უერტი, ავსტრალიის თავდაცვის მინისტრი კევინ ენდრიუსი, ევროპარლამენტარები ლუკა ვოლონტე, ანა ზაბორსკა, პორტუგალიის სამეფო სახლის მეთაური - ბრაგანზას მთავარი დომ დუარტე პიო და სხვები. საქართველოს დემოგრაფიული საზოგადოება 21-ის მხარდაჭერით 2014-2015 წლებში თბილისში ორჯერ ჩატარდა მსოფლიო საოჯახო კონგრესის რეგიონული კონფერენცია.



მე-10 საიუბილეო მსოფლიო საოჯახო კონგრესის განრიგი:

15 მაისი, სასტუმრო „რედისონი"
13:00 - რეგისტრაცია
14:00 - 18:00
სესია 1: განათლება და ოჯახი გზაჯვარედინზე: გენდერის თეორია და განათლების სისტემაში მისი დანერგვა
სესია 2: საშინაო განათლება


16 მაისი, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზი:
11:00 - 16:30 სთ. მსოფლიო საოჯახო კონგრესი X მთავარი პლენარული სხდომა: „ცივილიზაცის გზაჯვარედინზე: ოჯახი - თავისუფლების და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ბასტიონი"


17 მაისი, სასტუმრო „რედისონი"
09:30 - რეგისტრაცია
10:00 - 13:00 - ცივილიზაციის გზაჯვარედინზე: სიცოცხლის კულტურა თუ სიკვდილის კულტი?!
პარალელური სესიები: ოჯახის, ქორწინების, დემოგრაფიის, აბორტის საკითხებზე

19:00 - რუსთაველის თეატრი. მეათე მსოფლიო საოჯახო კონგრესის საზეიმო დახურვა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner